დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო

ComCom-ის მედიააკადემიაში პროდიუსერ ირაკლი კაკაბაძის მასტერკლასი დაიწყო

11-12-2023 14:23:37

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის "მასტერკლასს" ონლაინ ლექციების კიდევ ერთი  სერია დაემატა, რომლის ავტორიც პროდიუსერი და ტელეწამყვანი ირაკლი კაკაბაძეა. მასტერკლასი განკუთვნილია პროდიუსინგით დაინტერესებული ადამიანებისთვის და მედიააკადემიის იუთუბ არხზე, სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

"მასტერკლასის" ფარგლებში, ირაკლი კაკაბაძე მსმენელს ისეთი წარმატებული სერიალებისა და გასართობი შოუების შექმნის გამოცდილებას გაუზიარებს, როგორებიცაა "შუა ქალაქში", "კაცები" "იდეალური დედა" "დავით გოგიჩაიშვილის ღამის შოუ" და სხვა. კერძოდ, ავტორი ლექციებზე მიმოიხილავს პროექტის წარმატებისთვის აუცილებელ პირობებს, შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, პროდიუსერობისას არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მაგალითებს და იმ ფორმულებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია მსგავს პროექტებზე მუშაობისას. გარდა ამისა, ონლაინ ლექციების ფარგლებში, მსმენელი სატელევიზიო პროდუქტების იუთუბ პროდუქტებად ტრანსფორმირების პროცესსაც გაეცნობა.

მედიააკადემიის "მასტერკლასი" ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 12 ავტორის ლექციებს აერთიანებს. მათ შორის არიან: პროდიუსერი ნოე სულაბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ასევე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი, ნათია აბრამია.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიით დაინტერესებულ ადამიანებს მეორე წელია, "მასტერკლასით" აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედია პროდუქტის მომზადებას სჭირდება. ონლაინ ლექციებს კი, დაწყების დღიდან, უკვე ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები