ComCom-ის მედიააკადემიაში „როიტერის" რეპორტიორის, დავით ჩხიკვიშვილის ხელმძღვანელობით ტელეოპერატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც არაერთი დემონსტრაციისა თუ ომის, ასევე, ქართული და საერთაშორისო მოვლენების უნიკალურ კადრებს მოიცავს.
შეხვედრის ფარგლებში, ტელეოპერატორებმა ამბის კადრით მოყოლის ტექნიკების, გადაღების დაგეგმვის პროცესის, განათების, ფოკუსისა და კომპოზიციის შერჩევის პრინციპების, ასევე, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების თავისებურებებისა და სტრესის მართვის მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ, უკვე მეექვსე წელია სთავაზობს.
უახლესი
8 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი