დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola Bottlers Georgia, როგორც ეროვნული ნაკრების ერთგული პარტნიორი და სპორტის მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული სფფ-ს ახალ პროექტში ,,ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites"

Coca-Cola Bottlers Georgia, როგორც ეროვნული ნაკრების ერთგული პარტნიორი და სპორტის მხარდამჭერი, აქტიურადაა ჩართული სფფ-ს ახალ პროექტში ,,ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites"

10-03-2025 09:00:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახალი პროექტი “ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites ” დაიწყო, რომელიც 8 მარტს საფეხბურთო ფესტივალით გაიხსნა და რომელშიც 70 ბავშვი მონაწილეობდა.

Coca-Cola Bottlers Georgia, როგორც ეროვნული ნაკრების ერთგული პარტნიორი და სპორტის მხარდამჭერი, აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებაში. ღონისძიებაში ასევე ჩართულია McDonald's Georgia.

8 მარტს გამართულ საფეხბურთო ფესტივალში, გოგოებმა და ბიჭებმა თავიანთი ძალები მეგობრულ შეჯიბრებაში მოსინჯეს და რამდენიმე საათი საფეხბურთო მოედანზე გაატარეს. დასასრულს, პროექტის მონაწილეებმა საქართველოს საფეხბურთო ფედერაციისაგან და მისი განსაკუთრებული პარტნიორისგან, Coca-Cola Bottlers Georgia-გან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, ხოლო McDonald's Georgia ბავშვებს ყველასთვის საყვარელი მაკმენიუთი და დესერტებით გაუმასპინძლდა.

რაც შეეხება პროექტს “ფეხბურთი აერთიანებს - Football Unites“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მხარდაჭერითა და “UEFA Football and Refugees Grant -ის  დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება. 

პროექტი „ფეხბურთი აერთიანებს- Football Unites“ განსაკუთრებულია და იგი სპეციალურად დევნილი და ასევე, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილი ბავშვებისათვის შეიქმნა. მისი მთავარი მიზანია, რომ სპორტის და ფეხბურთის მეშვეობით მოხდეს ბავშვების ინტეგრაცია, ხელი შეეწყოს მათი ნიჭისა და უნარების გამოვლენასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 

პროექტის ფარგლებში, 9-დან 15 წლამდე ასაკის დევნილებსა და ასევე, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილ ბავშვებს, მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და ქუთაისში, უფასო  რეგულარულ საფეხბურთო ვარჯიშებს ლიცენზირებული მწვრთნელები ჩაუტარებენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად  პროექტს განახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“.

პროექტში ლიცენზირებული მწვრთნელებთან ერთად ჩართულნი არიან, სპორტული ფსიქოლოგები, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტები, რომლებიც ერთად მუშაობენ ბავშვების სრულფასოვანი განვითარებისთვის.

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები