Coca-Cola Bottlers Georgia ბაკურიანში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის EYOF Bakuriani 2025-ის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Coca-Cola Bottlers Georgia ავრცელებს.
„EYOF Bakuriani 2025 დაიწყო დღეს ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიება გაიმართა. Coca-Cola Bottlers Georgia ოლიმპიადის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. ღონისძიება სამ ქალაქში: ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობს 1 000-მდე სპორტსმენი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან“, - განმარტავენ Coca-Cola Bottlers Georgia-ში.
9-16 თებერვალს ბაკურიანი EYOF Bakuriani 2025-ს მასპინძლობს, რომელშიც სპორტის 8 დისციპლინაში 45 ქვეყნის 2 ათასამდე სპორტსმენი იასპარეზებს.
ფესტივალზე სულ 8 ქართველი სპორტსმენი გამოვა სპორტის 3 სახეობაში. აქედან 6 სამთო მოთხილამურეა: ანასტასია მირიანაშვილი, ნელი უსტიმენკო, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ირაკლი ხერგიანი, გოგა გულედანი. ისინი სლალომში, გიგანტურ სლალომსა და გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.
უახლესი
15 საათის წინ
ირაკლი შატაკიშვილი მოსწავლეებს შეხვდა15 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7894 ლარი გახდა15 საათის წინ
"ხის დაცვა კირით: ბუნებრივი და საიმედო მეთოდი"