CO-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კომპანია უსაფრთხოებაზე მომხმარებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლისას აუცილებლად სპეციალისტების ჩართულობით გადაამოწმონ გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოება.
„გახსოვდეთ თუ გადადიხართ ახალ საცხოვრებელ ფართში, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ რამდენად უსაფრთხოა გაზის შიდა ქსელი!
co-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება
დაგვიკავშირდით გაზის შიდა ქსელის გადასამოწმებლად, თუ ქირაობთ/გირაობთ ან აქირავებთ/აგირავებთ საცხოვრებელს ფართს
2 40 40 04
მომსახურება არის სრულიად უფასო“, - აღნიშნულია თბილისი ენერჯის განცხადებაში.
უახლესი