მარაკუიას და მარწყვის ლიმონათის ცივი გემოები, ზაფხულის ცხელ დღეებს ყველაზე მეტად გააგრილებს. Cinnabon Georgia-მ საკუთარი რეცეპტით ლიმონათის წარმოება დაიწყო, რომლის მომზადებაც ადგილზე ხდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia - თან Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილმა განაცხადა.
„სულ ერთი კვირაა, რაც დავამატეთ გამაგრილებელი სასმელები, მარაკუიას და მარწყვის ლიმონათი და ძალიან მოთხოვნადი გახდა. მალე დაემატება წითელი ფორთოხლის ლიმონათი. ასევე მენიუს დაემატა ალუბლის როლი შოკოლადით, რაც სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის. სულ მალე დავამატებთ ნაყინს და შედეგად, სინაბონის მომხმარებლები ცხელი როლების მირთმევას ნაყინთან ერთად შეძლებენ“, - ამბობს ბრენდის წარმომადგენელი. როგორც ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც Cinnabon®- ს ირჩევენ. „ასორტიმენტს მუდმივად ვცვლით. მომხმარებლის რაოდენობა მზარდია. შემდეგი ობიექტი გაიხსნება თბილისში და შემდეგი ობიექტი შესაძლოა, სხვა ქალაქშიც გავხსნათ“, - ამბობს ბრენდის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი 2023 წლის 16 მაისს გაიხსნა. კაფე-საცხობ Cinnabon® - ში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომის, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული დარიჩინის როლები, რომელიც გახლავთ Cinnabon® -ის სავიზიტო ბარათი. ასევე მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.
ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეუძლია სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.
უახლესი