დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპისთვის კვალიფიციური მუშახელის სიმცირეა - "მელაანური ჩაი" არსებულ გამოწვევებზე

ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ეტაპისთვის კვალიფიციური მუშახელის სიმცირეა - "მელაანური ჩაი" არსებულ გამოწვევებზე

19-02-2025 11:00:00

„მელაანური ჩაი - ს“ დამფუძნებელი Business Insider Georgia -თან კომპანიის გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობის ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია ბიო პროდუქტებთან დაკავშირებით, ასევე აღსანიშნავია მუშა ხელის სიმცირეც.

„ყველაზე დიდი გამოწევვა ამ ეტაპისთვის ჩვენს შემთხვევაში არის მუშა ხელის სიმცირე.  გვინდა რომ ნელ-ნელა გავიზარდოთ და ყოველწლიურად მეტი და მეტი ნედლეული შევაგროვოთ. შეგროვების პროცესში საკმაოდ დიდი პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. ამ კუთიხთ, ძალიან რთული სიტუაციაა. მითუმეტეს, ძალიან მოკლე ვადიანი პერიოდი გვაქვს ჩვენ შეგროვების. მაგალითად, ველური ვარდი  ორი კვირის განმავლობაშია მხოლოდ  ხელმისაწვდომი  და შესაბამისად ამ პერიოდში მაქსიმალური მობილიაზაცია გვაქვსრომ ბევრი ეკო შემგროვებელი გვყავდეს. ამასთან, სანთლით არის საძებნი დამხმარე პერსონალი სოფლებში. მოსახლეობის ცნობიერებაც ჩვენთან, ბიო-პროდუქტებთან მიმართებაში ნელ-ნელა კი იზრდება და უფრო მეტად გაცნობიერებული ხდება ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ ბაზრის წილი და სეგმენტი იმხელა არ არის როგორც სტანდარტული. მაგალითად, რატომ უნდა გადაიხადოს პირობითად 25 ან 20 ლარი ჩვენს ჩაიში და არ შეიძინოს ინდუსტრიული ჩაი, რომელიც ღირს 5 ლარი. ჯერ ამის აღქმა როგორც წესი ცოტა ურთულდებათ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რომელთა რაოდენობაც მზარდია“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი თეონა თაბორიძე.

მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოკლე პერიოდში ასორტიმენტს ცაცხვის ყვავილიც დაემატება.

„2024 წელი გაყიდვების კუთხით საკმაოდ ნორმალური, სტაბილური წელი იყო. ვგეგმავთ, ასორტიმენტის გაზრდას  და დამატებით კიდევ  ერთი ჩაის სახეობის დამატებას, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე. ველური კომში გვექნება, რა თქმა უნდა, უკვე მოკლე პერიოდში და ასევე, გვინდა რომ დავამატოთ ცაცხვის ყვავილიც იმიტომ რომ ხშირად ითხოვს მომხმარებელი. რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენ დაწყებული გვაქვს  სერტიფიცირების პროცესი. ბიო - სერტიფიცირება გვინდა, რომ მოგვენიჭოს ოფიციალურად“, - ამბობს თეონა თაბორიძე.

 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები