დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი რეზერვები არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის განახორციელოს გარკვეული ჩარევა და ვითარება სტაბილური გახადოს - ნათია თურნავა

ჩვენი რეზერვები არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის განახორციელოს გარკვეული ჩარევა და ვითარება სტაბილური გახადოს - ნათია თურნავა

13-06-2024 03:56:00

ჩვენი რეზერვები არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის განახორციელოს გარკვეული ჩარევა და ვითარება სტაბილური გახადოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული აჟიოტაჟი დროებითია და მალე მოიხსნება.

„ჩვენი რეზერვები არის საკმარისი იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის განახორციელოს გარკვეული ჩარევა და ვითარება სტაბილური გახადოს. რეზერვებიდან მოემსახუროს ჩვენს საგარეო ვალებს და ყველა ის აუცილებელი ფუნქცია, რაც რეზერვებს ეკისრება, შესრულდეს. არაფერი ამ კუთხით ჩვენ არ გვემუქრება. ამ ანალიზს ჩვენ ვაწარმოებთ და ყოველთვის დავიცავთ ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულება. ამ კუთხით ყველას რომ ჰქონდეს სწორი მოლოდინი ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე, არანაირი სერიოზული ფუნდამენტური ფაქტორი არ ჩანს, რომელიც გრძელ ვადაში გააუარესებდა მოლოდინებს ლარის კურსთან დაკავშირებით და ასევე, სავალუტო შემოდინებები ჩვენს ბაზარზე მხოლოდ და მხოლოდ დამაიმედებელ სურათს გვაძლევს. რაც შეეხება დროებით აჟიოტაჟს, ეს მოიხსნება. ყველა დაინახავს, რომ ამ განცხადებებს არავითარი საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები