Galt & Taggart-ის პროგნოზით, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.
Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ფუნდამენტური ფაქტორები (საგარეო შემოდინებები, ზრდა, ბიუჯეტის პარამეტრები) და ბაზარზე უცხოური ვალუტის მაღალი ლიკვიდობა ლარის მხარდამჭერია.
„ამასთან, წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-ი უცხოური ვალუტის წმინდა მყიდველია, რომელმაც 1.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ჩვენი შეფასებით“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 20-21 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 57.2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარზე გაუფასურების წნეხის მოსახსნელად.
აღნიშნული ინტერვენციების შედეგად ლარი სწრაფად დასტაბილურდა და ამჟამად დოლარის მიმართ 2.67-ის ფარგლებში ივაჭრება.
უახლესი