დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი - „ბარბატუსი“

ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი - „ბარბატუსი“

20-09-2023 01:11:54

ზღვის პროდუქტების რესტორანი „ბარბატუსი“ რომელიც წელიწადნახევრის წინ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე გაიხსნა, ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელი ადგილია.

როგორც Business Insider Georgia-თან რესტორნის მფლობელი ლევან ახვლედიანი ამბობს, „ბარბატუსის“ კონცეფციის მიზანი საქართველოში თევზის რესტორნების კულტურის განვითარებაა.

„აბსოლუტურად ყველა სეგმენტში გვყავს მომხმარებელი. „ბარბატუსი“ თბილისში ყველასთვის საყვარელი ადგილია. ჩვენი მომხმარებლების 50% უცხოელები არიან, ხოლო 50% თბილისის მოსახლეობა. რესტორანის  არ მდებარეობს ტურისტულ ადგილზე, თუმცა დედაქალაქში ჩამოსული უცხოელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

ჩვენ ყოველდღიურად ახალი თევზი გვაქვს, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროდან ვიღებთ. შესაბამისად, მთელი მარილი და უპირატესობა ჩვენი რესტორნის ეს არის. ვინც ერთხელ  გასინჯა  ჩვენი პროდუქტი და მოეწონა, ჩვენი მომხმარებელი გახდა“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.

„ბარბატუსის“ მენიუში ასევე არის ხმელთაშუა ზღვის პროდუქტები. რესტორანი თანამშრომლობს ყველა მსხვილ იმპორტიორთან ვისაც ზღვის პროდუქტები შემოაქვს.

„გვაქვს ასევე ოკეანის პროდუქტები, რაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ეს არის კრევეტები, რვაფეხები, მიდიები, კალმარები.  გვაქვს ასევე შავი ზღვის სანაპიროდან მიღებული ბარაბულკა, სიბასი, სარღანი და ყველა თევზი გვაქვს რაც სეზონზეა. მომხმარებელი მრავალფეროვანია, ზოგს ბარაბულკა უყვარს, ზოგს კრევეტი“, - ამბობს „ბარბატუსის“ მფლობელი.

მისივე თქმით, ბრენდის კონცეფციის მთავარი თემაა ის, რომ ზღვის პროდუქტები ყოველთვის ახალი აქვთ და შესაბამისად მომხმარებლის ნდობაც მოიპოვეს.

„სწორი კვება ისედაც ტრენდულია და ამის მიღმაც აუცილებელია. ჩვენი მიზანია მივცეთ ადამიანებს ჯანმრთელად კვების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რის გამოც ამ ბაზარზეც შემოვედით“,- ამბობს ლევან ახვლედიანი.

ამ დროისთვის თევზის რესტორანი ბაზარზე მხოლოდ ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.

„ჩვენი მიზანი იყო, რომ ერთი ობიექტის გახსნის შემდეგ გავფართოებულიყავით, თუმცა გვინდა ზრდა ბუნებრივად მოხდეს და არა მექანიკური ჩარევით. ამიტომ როგორც კი სათანადო ცნობადობა და სათანადო რაოდენობის მომხმარებელი გვეყოლება ფილიალებს დავამატებთ“, - ამბობს რესტორნის დამფუძნებელი.

ამასთან, როგორც „ბარბატუსში“ ამბობენ, ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურა უფრო დაბალ დონეზეა ვიდრე სხვა პროდუქტების. ამიტომ ბრენდის მიზანია, თევზის კერძების პოპულარიზაცია, იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს ზღვის პროდუქტების მომხმარებელი.

ამ დროისთვის „ბარბატუსში“ 20 ადამიანია დასაქმებული. რესტორანს აქვს საერთო დარბაზი და ტერასა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები