მაღაზიების ქსელი „თურსა“ თბილისში გაფართოებასა და უახლოეს ხანებში მეორე ფილიალის დამატებას გეგმავს, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „თურსას“ დამფუძნებელმა ზურაბ ფუტკარაძემ განუცხადა.
„თურსა“ ამ დროისათვის 4 ფილიალითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი თბილისში, ხოლო 3 ბათუმში მდებარეობს.
„რა თქმა უნდა გაფართოებას ვაპირებთ, პირველ რიგში თბილისში. წერეთლის გამზირზე მდებარე ჩვენს მაღაზიაში,პროდუქციის მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გვინდა, რომ ქალაქის სხვა ლოკაციებიც მოვიცვათ. ამ დროისათვის მოძიების პროცესში ვართ, განვიხილავთ დიდუბე, გლდანი დიღომის ტერიტორიებს. წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ჩვენი ერთგული მომხმარებლების რაოდენობა არ მცირდება, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ“, - აცხადებს „თურსას“ დამფუძნებელი.
2009 წელს როდესაც სუპერმარკეტი „თურსას“ გახსნის იდეა გაჩდა, შევისწავლეთ ბაზარი და აღმოჩდა, რომ ხარისხიანი პროდუქციის გარკვეულ ნიშაზე არსებობდა მოთხოვნა, რომელიც შეგვეძლო დაგვეკმაყოფილებინა და მოსახლეობისთვის ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის იმპორტირებული პროდუქცია შეგვეთავაზებინა. მომწოდებლების შერჩევის პროცესი არ იყო მარტივი, საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩატარდა, იმისთვის, რომ ჩვენი სუპერმარკეტების ქსელში, საქართველოს მოსახლეობისთვის, მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია შემოგვეტანა, რომელიც ამავდროულად მოსახლეობის ფართო აუდიტორიისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „თურსაში“, ჩვენ მიერ იმპორტირებული უნიკალური პროდუქციის გარდა, მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ, მათთვის კარგად ნაცნობი ბრენდებისა და პროდუქციის ასორტიმენტსაც, რომლებიც სხვა მარკეტებშიც არის წარმოდგენილი.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა „თურსას“ მარკეტების ქსელში, მარტივად და კომფორტულად შეიძინოს ნებისმიერი მისთვის სასურველი პროდუქტი, იქნება ეს: საკვები პროდუქტები, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია, სახლის, სამზარეულოს და აბაზანის აქსესუარები, მანქანის მოვლის საშუალებები, ჭურჭელი, თუ ნებისმიერი სხვა კატეგორიის საყოფაცხოვრებო ნივთი.
მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის გარდა „თურსას“ მომხმარებლები უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც (რეზიდენტების და საელჩოების ჩათვლით) არიან. მაგალითად, წლებია „თურსას“ ერთგული მომხმარებლები არიან: თურქეთის, აშშ-ს, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის, კატარისა და გალფის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „თურსას“ ერთერთი ძირითადი მიმართულება საბითუმო გაყიდვებია, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით მომხმარებელი ჰყავს ჰორეკა სექტორიდანაც.
ჩვენი ქსელიდან, სხვადასხვა ტიპის პროდუქციით წარმატებით ვამარაგებთ ათეულობით: სასტუმროს, რესტორანს, კლინიკას და სხვადასხვა კომპანიას.
ჩვენი მარკეტი გამოირჩევა იმითაც, რომ მომხმარებელს ექსკლუზიური პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ.
ჩვენს მარკეტებში, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის იმ ასორტიმენტს გთავაზობთ, რაც ასევე წარმოდგენილია ევროპისა და სხვა ქვეყნების სუპერმარკეტებში. ვფიქრობ, სწორედ ეს არის, ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც თურსას სუპერმარკეტების ქსელში, ქართველ მომხმარებელთან ერთად, უცხოელ მომხმარებელსაც იზიდავს.
შედეგად, გაყიდვების კუთხით, საკმაოდ მზარდი სტატისტიკა გვაქვს. „თურსას“ გაყიდვები ყოველწლიურად 20-30%-ით იზრდება, შესაბამისად იზრდება მომხმარებლების რაოდენობაც.
„ჩვენი გაყიდვები სტაბილურად მზარდია, მითუმეტეს ახლა, როდესაც ბათუმში ახალი ფილიალი დაემატა. მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის ახალი ფილიალი ქალაქში ერთი-ერთი ყველაზე მასშტაბური სუპერმარკეტია. გახსნასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ ფილიალში, განსაკუთრებული საფასო პოლიტიკა გვაქვს, რასაც ჯერ-ჯერობით არ ვცვლით. გვჯერა, რომ ხელმისაწვდომი ფასების მეშვეობით ეს სუპერმარკეტი ადგილობრივი მოსახლეობისა და ბათუმის სტუმრებისთვის, პროდუქციის შეძენას უფრო მარტივს და კომფორტულს გახდის. ადამიანებს გავუმარტივებთ ცხოვრებას და ჩვენს მომხმარებელს ნამდვილად აღარ მოუწევს საყიდლებზე მეზობელ ქვეყნებში სიარული. რაც, მოგეხსენებათ დიდ ძალისხმევას, ენერგიას და დროის რესურსს მოითხოვს. სწორედ ამის ალტერნატივას ვთავაზობთ თანაქალაქელებს.
ხოლო მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ჩვენს სუპერმარკეტში მოსვლას, ვთავაზობთ მიტანის სერვისს, ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორის ვოლტის მეშვეობით.
ზოგადად რომ მოგახსენოთ „თურსას“ პროდუქციის შესახებ.
პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან არ გვყავს შუამავალი. ჩვენი პროდუქცია პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებიდან მოდის. რაც ნიშნავს, რომ ახალი წარმოებული პროდუქცია, უახლოეს დროში, პირდაპირ ქარხნიდან ხვდება ჩვენი სუპერმარკეტების დახლებზე. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვთანამშრომლობთ მხოლოდ წამყვან თურქულ კომპანიებთან.
ჩვენი ორიენტირია, რომ ფასისა და ხარისხის თანაფარდობა ჩვენს მაღაზიებში იყოს მაქსიმალურად რელევანტური. სამომხმარებლო სეგმენტში გვიჭირავს საშუალო და მაღალი სეგმენტი, ხოლო საკვები პროდუქციის ნაწილში გვაქვს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია - ამბობს „თურსას“ დამფუძნებელი.
„ზოგადად, ბოლო პერიოდში მთლიანად რეგიონში და მათ შორის თურქეთშიც პროდუქციაზე ფასები მომატებულია. ამასთან, თურქეთში მიმდინარე ინფლაციის ფონზე ფასები საკმაოდ არასტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდიდან მოყოლებული ფასები 10-დან 20%-მდეა გაზრდილი. თვითონ ნედლეულის ფასმა იმატა მსოფლიოში და ნებისმიერი მწარმოებლისთვის ეს გახდა ფასის მატების მიზეზი. მეზობელ ქვეყნებში ამას დაემატა კურსის მკვეთრი ცვლილება, სახელფასო პოლიტიკის გადახედვა, რამაც პირდაპირ იქონია გავლენა საექსპორტო პროდუქციის ღირებულებაზე. მიუხედავად ამისა ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლისთვის ფასის შენარჩუნებას. თუმცა გარკვეული ზღვრის მიღმა ჩვენც გვიწევს ფასების ცვლილება. ვიმედოვნებთ რომ ეს სიტუაცია დასტაბილურდება.
აღსანიშნავია, რომ „თურსას“ პირველი მაღაზია საქართველოში, ბათუმში 2009 წელს გაიხსნა.
უახლესი