Shuaguli / შუაგული უნიკალური ადგილია, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებისთვის 7 სივრცეს აერთიანებს. თბილისიდან 15 წუთის გზაზე მდებარე ამ ზღაპრულ სამყაროს ჯადოსნური სანახაობები გამოარჩევს, რასაც „შუაგული" თავისი სტუმრებისთვის ქმნის.
მოლივლივე ტბა, გულის ფორმის კუნძული და სურვილების ჩანჩქერი იდეალურ ჰარმონიას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აქ ცხოვრების საუკეთესო მომენტების აღნიშვნა გადაწყვიტეს.
„შუაგულის" სერვისებსა და მის გამორჩეულ კონცეფციაზე Business Insider Georgia- თან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ხატია ზაქაშვილი საუბრობს.
„2023 წლიდან „შუაგულის“ სრული რებრენდინგი განხორციელდა, შეიქმნა ახალი სერვისები, რომლებიც დღესასწაულებს ჯადოსნურს ხდის, მენეჯმენტი წარმატებული კადრებით დაკომპლექტდა, შემუშავდა ახალი მარკეტინგული სტრატეგია, მენიუს კი ბრენდ-შეფების მიერ შექმნილი უგემრიელესი კერძები დაემატა. „შუაგულის“ ზღაპრულ სივრცეში აღინიშნება ცხოვრების ბედნიერი მომენტები საყვარელ ადამიანებთან ერთად. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ბედნიერების სამყაროა, სადაც სტუმრები ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ. განსხვავებულად და გამორჩეულად აღნიშნავენ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიცაა ნათლობის დღესასწაული, დაბადების დღე, ქორწილი, ქორწილის იუბილე, სქესის გაგების ცერემონია, კორპორაციული წვეულებები და ეკოტურები „შუაგულის“ სანერგეში", - აცხადებს ხატია ზაქაშვილი.
აღსანიშნავია „შუაგულის“ განახლებული მენიუ - მოდერნიზებული ქართული სამზარეულო, რომელიც პოპულარულია როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე უცხოელ ტურისტებში.
„ახალი კერძები სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, ხოლო უცხოელი სტუმრებისთვის სპეციალური გასტრო ტური დიდი პოპულარობით სარგებლობს. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ტურისტებს და არა მხოლოდ, საშუალება აქვთ თავად მიიღონ მონაწილეობა ქართული პურის, სალათის, ჩურჩხელის მომზადებაში, დააგემოვნონ ღვინო და მიიღონ ინფორმაცია ქართული კულტურის შესახებ", - აცხადებს ხატია ზაქაშვილი.
„გვწამს, რომ ცხოვრება ბედნიერი გამოცდილებითა და სასიხარულო მომენტებით იზომება და გვინდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს მაქსიმალურად ბევრი ასეთი მომენტი", − ასეთია ბრენდის ფილოსოფია.
ცნობისთვის, შუაგულის" ისტორია ხუთი წლის წინ, 2018 წელს დაიწყო, რითაც მომსახურების სფეროში სრულიად ახალი შეთავაზება გამოჩნდა.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება