დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ჩირჩხელამ“ პრემიუმ ხაზის საახალწლო ბოქსები დაამატა

,,ჩირჩხელამ“ პრემიუმ ხაზის საახალწლო ბოქსები დაამატა

06-12-2023 16:11:37

,,ჩირჩხელას“ ბოქსები პრემიუმ ხარისხის პროდუქტებისგან შედგენილი ნაკრებია, რომლის წარმოება კომპანიამ დაარსების პირველსავე წელს დაიწყო.

უმაღლესი ხარისხის ნუგბარი უმოკლეს პერიოდშივე ძალიან პოპულარული გახდა ჯერ უცხოელ ტურისტებში, შემდეგ უკვე ადგილობრივ მომხმარებლებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც ,,ჩირჩხელას“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა კვაჭანტირაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე ასორტიმენტს დაემატა საახალწლო ბოქსები, რომელიც პრემიუმ ხაზისაა და ძირითადად კორპორატიული კლიენტებისთვის არის შექმნილი. ,

,ჩირჩხელას“ ბოქსები გაყიდვაშია ბაზარზე შემოსვლის დღიდან, ეს არის სხვადასხვა ზომის, ფორმატის და შიგთავსის პროდუქტი, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ძალიან სასარგებლო პროდუქტია, 100%-ით ნატურალური და უვნებელი.

გადაუჭარბებლად შემიძლია თქმა, რომ საქართველოს მთელი ბარაქა ამ ბოქსების შემადგენლობაშია. პრემიუმ კლასის საჩუქრებია, რომელზეც ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. პანდემიურ პერიოდში კი არ შეგვქმნია რეალიზაციის პრობლემა.არ გვქონია არასდროს პრობლემა, ამ ეტაპზე კორპორატიული შეკვეთებისთვის ვაწარმოებთ. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ადგილობრივი ბაზარი ამ მხრივ ძალიან გაიზარდა და განვითარდა. თუკი ადრე ძირითადად ტურისტებისთვის იქმნებოდა პროდუქტი, ქართველი მომხმარებელი დაგვემატა, ყოველწლიურად მზარდი დინამიკაა“, - ამბობს ირმა კვაჭანტირაძე. ,

,ჩირჩხელას“ ბოქსის ღირებულება 140 ლარიდან იწყება 270 ლარამდეა. პრემიუმ სეგმენტისთვის შექმნილი ნაკრების უნიკალურობა იმაშია, რომ შიგთავსი ქართული და მრავალფეროვანი, როგორიცაა ჩურჩხელების ნაკრები, ჩირების ასორტი, თაფლი თხილებით და ჩირებით, ტყლაპის ასორტი, ქართული სუფრა, გოზინაყი, ღვინო და ხის ქეისი კომპანიის ლოგოთი.

ცნობისათვის, „ჩირჩხელა“ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. ამ ეტაპზე „ჩირჩხელას“ ბრენდით 25-მდე სახეობის ჩირი, 10-მდე სახეობის ტყლაპი და 7 სახეობის ჩურჩხელა იყიდება, მათ შორის ტროპიკული ხილის და ბოსტნეულის.

პროდუქცია განთავსებულია, სხვადასხვა ღვინის, ყველის და ქართული პროდუქციის მაღაზიაში.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები