დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს

17-05-2024 15:49:00

საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.

„ბევრი ჩინური კომპანია არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციებით. ვგეგმავთ მანქანების ბაზრობის მოწყობას საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს, წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები