Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი ამბობს, რომ 2024 წელს კომპანია რებრედინგს გეგმავს.
მისი თქმით, „ჩელთი“ ბაზარზე ახალი შეფუთვით გამოჩნდება. კომპანიის მიზანია, რომ „ჩელთის“ ეტიკეტი უფრო კლასიკური გახდეს.
„ასევე გვქვს დაგეგმილი გამოფენები ევროპაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით - აზიასა და აშშ-ში. ასევე 2024 წელს ჩელთი მსოფლიოს ცნობილ რესტორნებსა და სავაჭრო ქსელებში, ღვინის სპეციალურ მაღაზიებში გამოჩნდება. ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდნარეობს და გაყიდვებში 2024 წლიდან ჩაეშვება“, - ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.
უცხოეთის ბაზრების დივერსიფიკაციის ფონზე „ჩელთიმ“ გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა ადგილობრივ ბაზარზეც.
„კომპანია საქართველოში ნაწარმის 30% ყიდის. „ჩელთის“ ბრენდს ყველგან იცნობენ და საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე. გაყიდვების მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ საექსპორტო ბაზრებზეც. რომ შევაჯამოთ, 2023 წელი კომპანიისთვის პოზიტიურია“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
„ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა ჩელთის გაყიდვები, რადგან მანამდე საქართველოში გაყიდვებს უფრო დაბალი წილი ეჭირა. ბრენდს უკვე ყველგან იცნობენ. საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე და ნაწარმის თითქმის 30% უკვე საქართველოში იყიდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ ქვეყანაში შევიდეთ და საფასო სეგმენტი გავზარდოთ“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.
2023 წელი ,,ჩელთის" საქმიანობაში ნაყოფიერი იყო იმ მხრივაც, რომ შექმნა „მემკვიდრეობის ხაზი“ - ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე გაყიდვაშია. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთი ხაზის ქვეშ „ჩელთის“ მიერ 2007 წლიდან დამზადებული ღვინის რეზერვები გაერთიანდება. სწორედ ამ „მემკვიდრეობის ხაზიდან“ ორმა მოსავალმა WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ოქროს მედლები აიღო.
ანა, მირიანაშვილის თქმით, ეს არის მისი ყველაზე ძვირფასი ღვინოების კოლექცია - ჩელთი მემკვიდრეობა (Chelti Heritage) რომელშიც შედის 5 ღვინო - საფერავი 2007 წლის, საფერავი 2008 წლის, საფერავი 2015 წლის, საფერავი ქვევრი 2015 წლის და საფერავი ქვევრი 2016 წლის.
ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება.
კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა