როდესაც ინვესტორები ხედავენ როგორ თანამშრომლობს ერთმანეთთან ხელისუფლება და ბიზნესი ბუნებრივია ეს მათ ამ ქვეყანაში ინვესტორების სტიმულს აძლევთ- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლებას და კერძო სექტორს აქვთ მჭიდრო დიალოგი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ფაქტია, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის ამ ფორმატში პირველი შეხვედრა ბიზნესის ასეულობით წარმომადგენელთან, სხვადასხვა კომპანიის პირველ პირებთან. პრემიერს ჰქონდა საკმაოდ საინტერესო მესიჯები გაჟღერებული.
ძირითადი რა შთაბეჭდილებაც მე დამრჩა არის ის, რომ ყოველთვის ჩანს რომ მთავრობა ბიზნესთან პარტნიორობის რეჟიმშია, ისევე როგორც ეს მზაობა დაადასტურა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმაც. ეს მესიჯები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ადგილობრივი კომპანიებისთვის, არამედ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოს აკვირდებიან. ვინაიდან როდესაც ისინი ხედავენ რომ თუ როგორ კავშირშია და როგორ თანამშრომლობს ერთმანეთთან ხელისუფლება, სებ-ი და ბიზნესი ბუნებრივის ეს მათ ამ ქვეყანაში ინვესტორების სტიმულს აძლევთ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელური დისკუსიის „მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები“ მოდერატორი იყო.
უახლესი