პრემიუმ ჩაის მწარმოებელი ქართული ბრენდი ,,მანნა" ადგილობრივ ბაზარზე და ქვეყნის გარეთაც საკმაოდ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩაის წარმოებას მრავალი წლის ტრადიცია აქვს და მოთხოვნა ამ პროდუქტზე წლიდან წლამდე მატულობს, ჩაის სმის კულტურა ჯერ კიდევ ვერ განვითარდა ქვეყანაში.
როგორც ,,მანნას" დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია Business Insider Georgia- თან ამბობს, მიმდინარეობს, ჩაის სმის კულტურის ჩამოყალიბებას სჭირდება დიდი მარკეტინგული კამპანია როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
,,ჩაის სმა, როგორც კულტურა, ვერ დამკვიდრდა საქართველოში. სწორი მარკეტინგული კამპანიით შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი მოვიზიდოთ, ვისაც ამ კულტურაში მონაწილეობის მიღება სურს. ძალიან გვინდა, ჩაის კულტურის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი, ცხადია, სახელმწიფოს და ბიზნესის აქტიური ჩართვა მნიშვნელოვანია. დიდი სურვილი მაქვს, ქართველებს შევაყვაროთ ქართული ჩაი. საზოგადოების მხრიდანაც მიჩვევა, დრო უნდა. ახალგაზარდა თაობა უფრო მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ალბათ, მომავალში უფრო გაიზრდება მოთხოვნა", - ამბობს ირაკლი ღურჭუმელია.
რაც შეეხება ჩაის რეალიზაციას, ,,მანნას" მაგალითზე, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძირითადად სეზონურია და ამ მხრივ ყველაზე აქტიური პერიოდია ზამთარი, როდესაც ჩაის მოხმარება თითქმის 50%-ით მატულობს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი