საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Camex საქართველოში დაფარვის არეალს აფართოებს და ამ მიზნით შიდა გადაზიდვების ლიდერ კომპანია Delivo-სთან პარტნიორობას აღრმავებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Camex-ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა გიგა სეთურიძემ განაცხადა, Camex.ge-ს მომხმარებლებს საკუთარი ამანათების მიღება/აღება ამიერიდან Delivo-ს სერვისცენტრებში შეეძლებათ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრია. აღნიშნული პარტნიორობა კი Camex.ge-ს საშუალებას აძლევს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოვდეს, ხოლო მომხმარებელმა შედარებით დაბალი ტარიფებით, სასურველ ლოკაციაზე აიღოს ამანათი.
„Camex მომხმარებლებისათვის ამანათების ადგილზე მიწოდების სერვისს აქამდე Delivo-ს დახმარებით ახორციელებდა. ვინაიდან Camex სხვადასხვა ქალაქში ფილიალებს არ ხსნის და ამ მიმართულებით არ ფართოვდება და ვინაიდან Delivo-ს ქვეყნის მასშტაბით უკვე აქვს ოფისები, მათთან პარტნიორობის ახალ საფეხურზე გადავედით და ამიერიდან ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ამანათები, მათთვის მისაღებ დროს Delivo-ს ოფისებიდან გაიტანონ“, - აღნიშნა გიგა სეთურიძემ.
Camex ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან,გერმანიიდან, თურქეთიდან და ინგლისიდან საქართველოში.
Camex-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში. ჩვენი კომპანია თანამშრომლობს ყველაზე გამოცდილ და სანდო სატვირთო ავიაკომპანიებთან.
უახლესი
10 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა10 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა