დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო.
კანონპროექტზე მომხსენებლის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, კირქვის მოპოვებისთვის დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განაკვეთი 0,14 ლარის ნაცვლად 0.28 ლარით განისაზღვრება.
მისივე თქმით, მოსაკრებლის ოდენობის ცვლილება იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ბიუჯეტს, სადაც კირქვის მოპოვება მიმდინარეობს, მნიშვნელოვნად გაზრდის და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში დაეხმარება.
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
უახლესი
10 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა11 საათის წინ
ვისოლი განცხადებას ავრცელებს