„ბუტრანა“, სიღნაღის სოფელ ტიბაანში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მესაქონლეობის ფერმაში, რომელიც 2022 წელს 1 მლნ ლარის ინვესტიციით ამოქმედდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.
„ბუტრანას“ დამფუძნებელი ჯემალ ხატიაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ სამომავლოდ რობოტექნიკის მიმართულების განვითარება განიხილება და ფერმაში საქონლისგან რძის მიღების პროცესში რობოტები ჩაერთვებიან.
„2024 წელს ვაპირებთ დავამონტაჟოთ რობოტი საწველი და ჩავანაცვლოთ საწველი დარბაზი. ეს კიდევ უფრო გაზრდის რძის ხარისხს და მის უვნებლობას“, - ამბობს ხატიაშვილი.
დღეისთვის „ბრუტანას“ ფერმაში რძის წარმადობა დღეში 1 ტონას შეადგენს. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ფერმის პოტენციალის სრულად ათვისების შემდეგ, წარმადობა დღეში 2 ტონამდე გაიზრდება.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ფერმაში დავნერგეთ თანამედროვე ტექნოლოგიები. იგივე საწველი დარბაზი, ნაკელის გამტანი სისტემა, საკვების დამრიგებელი მიქსერი და ა.შ.“, - ამბობს „ბრუტანას“ დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა 2022 წლის აპრილში გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.
კომპანია 22 დასახელების ყველს აწარმოებს,სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის 30-მდე გაზრდა.
კომპანია ყველის გარდა, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.
უახლესი
53 წუთის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი1 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა