Brunch by Gastronome -ს ახალი ფილიალი City Mall-ის შემდეგ დღეს Galleria Tbilisi-ში გაიხსნება.
„Brunch by Gastronome-ს მენიუში შეხვდებით სხვადასხვა სახეობის სალათას, ბოულს, სენდვიჩს. ექსკლუზიური შეთავაზება ასევე მოიცავს პუდინგებს, სმუზებს, ფრეშ წვენებს, ვიტამინშოთებს, ჩაის, უშაქრო და კლასიკურ დესერტებს. ყავის მოყვარულთათვის განკუთვნილი გამორჩეული გემოს მქონე Specialty ყავის სახეობები La Marzocco-ს ბრენდის ყავის საკულტო აპარატით მზადდება“, - აცხადებენ კომპანიაში.
Brunch by Gastronome - გასტრონომ ჯგუფის პროექტია, რომელიც უმაღლესი ხარისხის, ექსკლუზიურად Gastronome-ის პროდუქციით შექმნილ Takeaway მენიუს გთავაზობთ.
პროექტი ორიენტირებულია ჯანსაღ კვებაზე და ყველა გამოყენებული ინგრედიენტი შერჩეულია ევროპის წამყვანი მწარმოებლებისგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს კვების უსაფრთხოებისა და სანიტარიული ნორმების უმაღლეს სტანდარტებს. Brunch by Gastronome-ის მენიუ საგულდაგულოდ შეირჩა ყველა გემოვნების ადამიანისთვის. კერძები აერთიანებს ექსკლუზიურ გემოებს ევროპული და აზიური სამზარეულოებიდან.
„თუ განსაკუთრებით გემრიელი და საუკეთესო ხარისხის პროდუქტით დამზადებული წასახემსებლების, სწრაფი კვების პროდუქტების, დესერტების თუ სასმელების დაგემოვნება გსურთ, შეგიძლიათ პროდუქცია Wolt-იდან გამოიძახოთ ან ეწვიოთ Gastronome-ის ფილიალებს, სადაც Brunch by Gastronome-ის სტენდები დაგხვდებათ“, - აცხადებენ კომპანიაში.
Brunch by Gastronome- ს სტენდები თბილისში 5 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. მისამართები: აბაშიძის ქ. 65/67; ვაჟა-ფშაველას გამზ. 22; ბელიაშვილის ქ. 27 ; City Mall-სა და Galleria Tbilisi-ში.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი