Brand Finance-ის მიხედვით, ყველაზე ძვირფასი ბრენდების რეიტინგში მსოფლიოს ავიაკომპანიებს შორის უკვე მეხუთე წელია ამერიკული Delta Air Lines-ი ლიდერობს.
ბრენდის ღირებულება გასულ წელს 22%-ით გაიზარდა და $8,9 მილიარდს მიაღწია.
გასულ წელთან შედარებით ხუთეული უცვლელი დარჩა:
ჩინურმა ავიაკომპანიებმა China Southern Airlines-მა და China Eastern Airlines-მა გააუმჯობესეს თავიანთი რეიტინგები და მეექვსე-მეშვიდე ადგილები გაინაწილეს.
China Southern-ი წლის განმავლობაში 39,5%-ით - 3,23 მილიარდ დოლარამდე გაძვირდა, China Eastern-ი კი თითქმის 26%-ით, 2,85 მილიარდ დოლარამდე. ამ ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი Air China დარჩა მეცხრე ადგილზე. ავიაკომპანია +9,3%-ით 2,6 მილიარდ დოლარამდე გაძვირდა.
Air Canada-მ მეექვსედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა (+2,9%, $2,58 მილიარდამდე), ხოლო Qatar Airways მეჩვიდმეტედან მეათე პოზიციაზე (+22,6%, $2,47 მილიარდამდე) დაწინაურდა.
გერმანიის Lufthansa და იაპონური ANA გამოვარდნენ ტოპ 10-დან და მეცამეტე-მეთერთმეტე ადგილები გაინაწილეს.
რუსულმა აეროფლოტმა შარშანდელი 26-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ტოპ 50-ში ბრენდის ღირებულებით თერთმეტი ჩინური ავიაკომპანია მოხვდა. ტოპ 50-ში ამერიკული ავიაკომპანიების რაოდენობა არ შეცვლილა და რვა ადგილი შეინარჩუნეს.
Ethiopian Airlines-ის ბრენდი ყველაზე მნიშვნელოვნად 79%-ით (498 მილიონ დოლარამდე) გაძვირდა, იუწყება Brand Finance.
ავიაკომპანია 46-ე ადგილზეა, შარშან კი ტოპ 50-ში ვერ მოხვდა.
უახლესი