დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრაკონიერობის შეზღუდვის მიზნით, მონადირეთა სერტიფიცირება იგეგმება

ბრაკონიერობის შეზღუდვის მიზნით, მონადირეთა სერტიფიცირება იგეგმება

20-04-2023 21:18:12

„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის ბოლომდე შევძლებთ აღნიშნული კანონპროექტის წარმოდგენასაც“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში  „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო", რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.

აღნიშნული პროექტით გაძლიერდება ველური ბუნების სააგენტოს  ინსტიტუციური შესაძლებლობები და ხელი შეეწყობა საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები