დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო 6 თვის მონაცემებით, ევროპაში ქართული სანელებლების ექსპორტი გაიზარდა - „ოჯახური“

ბოლო 6 თვის მონაცემებით, ევროპაში ქართული სანელებლების ექსპორტი გაიზარდა - „ოჯახური“

12-08-2024 09:00:00

ქართული სუნელ-სანელებლების მწარმოებელი საწარმო „ოჯახური“ საქმიანობის გასულ 6 თვეს აჯამებს.

როგორი იყო 2024 წლის პირველი ნახევარი საწარმოში, რა ტენდენციები იკვეთება ადგილობრივ და  უცხოურ ბაზარზე, ამ საკითხზე Business insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ნეფარიძე საუბრობს.

„ადგილობრივი ბაზარი სრულად გვაქვს ათვისებული, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით 84 ქსელურ მარკეტში. მთავარ გამოწვევას, რომელიც ეკოლოგიურად ნატურალური ნედლეულის მოძიებას, წარმოებას და შესაბამისად მარკეტების მომარაგება წარმოადგენს, წარმატებით ვართმევთ თავს.

მიმდინარე წელს რამდენიმე საექსპორტო ქვეყანა დაგვემატა, აქედან გამომდინარე, ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით ევროპაში ქართული სანელებლების ექსპორტი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ეს მონაცემები ჩვენთვის სასურველ იმ ნიშნულს მიაღწევს, რომელიც 2024 წლის დასაწყისში კომპანიაში დავისახეთ.

მთავარ საექსპორტო ქვეყნებად კვლავ გერმანია და ჩეხეთი რჩება.

როგორც იცით, ექსპორტზე სანელებლების გარდა ჯემები, კომპოტები, მარინადები, ტყემლები და რამდენიმე სახეობის სოუსები გაგვაქვს. მიმდინარე ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ჩვენი ექსპორტიორი წარმომადგენლების მხრიდან სანელებლებთან ერთად მოთხოვნა იზრდება ამ მიმართულებითაც.

ახლა საწარმოში სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. გარდა ამისა, გვაქვს რამდენიმე დაგეგმილი სიახლე, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს მომხმარებელს“, - ამბობს სალომე ნეფარიძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები