დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში რომ შემოვიდნენ, გვეხვეწნენ დაქვითული ხელფასები აღგვედგინა, ყველამ მსუყე თანხები ჩაირიცხა, ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა - შალვა პაპუაშვილი

ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში რომ შემოვიდნენ, გვეხვეწნენ დაქვითული ხელფასები აღგვედგინა, ყველამ მსუყე თანხები ჩაირიცხა, ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა - შალვა პაპუაშვილი

04-11-2024 17:11:00

„ეს კიდევ ერთი ფარსია, ისტორია ფარსად მეორდება, ზუსტად ოთხი წლის წინ იგივე ხალხი შეკრებილი იყო ტელეკომპანია „მთავარის“ სტუდიაში და დაფაზე საჯაროდ დადეს პირობა, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, არ აღიარებდნენ პარლამენტს და საბოლოოდ ყველა შევიდა, აღიარეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ისტორია მეორდება. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას 2020 წელს ოპოზიციის ბოიკოტი და შემდეგ პარლამენტში მათი ქმედებები შეახსენა. 

„ერთ რამესაც შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ბოიკოტის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, იცით, რომ ხელფასები ჰქონდათ დაქვითული. გვეხვეწნენ და ახალი წლის წინ შევიკრიბეთ პარლამენტი იმისთვის, რომ მათთვის აღგვედგინა ის დაკარგული ხელფასი, რომელიც აი ასე პატრიოტული გრძნობებით ბოიკოტში რომ იყვნენ და გაყალბებულ არჩევნებს რომ არ აღიარებდნენ, მათ ჩამოჭრილი ჰქონდათ. ყველამ მსუყე-მსუყე თანხები ჩაირიცხა საკუთარ ანგარიშზე. ზოგი დასასვენებლად წავიდა და ზოგმა შეიძლება საახალწლო სუფრა გაშალა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები