დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოდიში მინდა მოვუხადო დამსწრე საზოგადოებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე გვიწევს საუბარი ევროსაბჭოში - ოთარ გრიგოლია

ბოდიში მინდა მოვუხადო დამსწრე საზოგადოებას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მიხეილ სააკაშვილის კვებაზე გვიწევს საუბარი ევროსაბჭოში - ოთარ გრიგოლია

27-03-2024 11:57:00

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში, სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, სრულად დაცულია მიხეილ სააკაშვილის ყველა ფუნდამენტური უფლება და ინტერესები“,   -  ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება  დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46- პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 

ოთარ გრიგოლიამნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს უპასუხა, რომლებმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, უსაყვედურეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საკითხში იგი აქტიურად არ იყო ჩართული. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო თვალყურს ადევნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ფლობს სრულ ინფორმაციას როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა ამაზე ღიად ვერ ისაუბრებს და არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ გარჩევებში ჩარევას.

ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა ოთარ გრიგოლიამაც უპასუხა და კონგრესის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნიდან საუბარი მიხეილ სააკაშვილის კვებაზე უწევთ

თქვენ იცით, რომ სააკაშვილი ბრალდებულია არაერთ დანაშაულში, კერძოდ, ის იხდის სასჯელს 4 სხვადასხვა საქმეზე. შესაბამისად, ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პარტიული დღის წესრიგით არის ნაკარნახევი“,  -   განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 46- პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მისი მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ფრაქციაქართული ოცნება  -  დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საკრებულოს წევრი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე მონაწილეობენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები