„ბლუტაბლამ“ გორის შემდეგ, ახალი ფილიალი ქუთაისში სავაჭრო ცენტრი „ვესტ პოინტში“ გახსნა, სადაც სრულ ასორტიმენტთან ერთად, „იმერული სუფრაც“ იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ბლუტაბლას“ დირექტორმა გიორგი შენგელიამ განუცხადა.
„ზაფხულის სეზონზე ყაყაჩოებისა და იმერული ხაზი დავამატეთ. ამ დროისთვის „ბლუტაბლა“ სუფრას 15 სახეობის დიზაინით ამზადებს. ჩვენი ძირითადი მომხმარებლის 80% ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო პრიორიტეტია საცალო ბაზარი. გვაქვს კორპორაციული შეკვეთები, თითქმის ყველა მსხვილი კომპანია „ბლუტაბლას“ ნაწარმის მომხმარებელია.
ვგეგმავთ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას. ჩვენი პროდუქცია ონლაინაც იყიდება და ყველაზე დიდი მოთხოვნაა აშშ-სა და ევროპაში“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
„ბლუტაბლა“ სუფრების გარდა აწარმოებს ჭურჭელსა და პირად აქსესუარებს, შარფებს. კომპანია ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, დასაქმებულია 70 ადამიანი. საწარმო მდებარეობს თბილისში. ბრენდი საქართველოში 10 ფილიალით არის წარმოდგენილი.
უახლესი