დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბლექ სი არენა: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს

ბლექ სი არენა: ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს

16-08-2023 09:17:45

ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე, არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია," - წერია კომპანიის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „GEORGIA STARRING GEORGIA STARRING GEORGIA THE KILLERS n KILLERS THE KILLERS THE KILLERS STARRING GEORGIA THE KILLERS GEORGIA STARRING TARRING RGIA THE KILLERS STARONS THEKILLERS“ გამოსახულება

მანამდე, ონციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის წერილი The Killers-ი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:  

"ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არასდროს ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და ხალხის თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ ჩვენ მიერ სცენაზე მოწვეული ადამიანის მიმართ, უარყოფითად არ იყვნენ განწყობილნი. ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომლის მიზანიც იყო იმის თქმა, რომ The Killers-ის აუდიტორია და ფანები "ძმები და დები არიან", შესაძლოა, არასწორად ყოფილიყო გაგებული. ჩვენ არ გვსურდა ვინმეს განაწყენება და ბოდიშს გიხდით. თქვენთან ერთად ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე დავბრუნდებით," - წერს The Killers-ი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

ბლექ სი არენაზე შეკრებილ მსმენელთა ნაწილმა ტერიტორია პროტესტის ნიშნად დატოვა.

ინცინდენტი The Killers-ის კონცერტზე მოხდა. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის, ბრენდან ფლაუერსის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანამ, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

თავად მუსიკოსმა კი, განაცხადა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის „დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.

მოქალაქეების გრაკვეულმა ჯგუფმა Facenook-ზე დაწერა, რომ დარბაზს ტოვებდნენ.

ცნობისთვის, The Killers-ის კონცერტებზე ბილეთების ფასი 100-დან 500 ლარამდე იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები