დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ 2023 წლის 8 თვეში სახელმწიფო სუბსიდია არ მიუღია

„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ 2023 წლის 8 თვეში სახელმწიფო სუბსიდია არ მიუღია

13-10-2023 15:00:42

„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიით არ უსარგებლია. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ კომპანიამ სათანადო დაფინანსება ჯერ კიდევ 2022 წლის ბიუჯეტიდან მიიღო. 

როგორც ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული, 2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით 73,2 მლნ ლარი მიიღო. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.

„2021 წლის სტატისტკით კი კომპანიამ სუბსიდიის სახით 6 მლნ 850 ათასი ლარი მიიღო, ხოლო 2023 წლის 8 თვის მონაცემებით კი კომპანიას სახელმწიფო სუბსიდია არ გამოუყენებია“, - ამის შესახებ „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშია აღნიშნული.

„ბლექ სი არენა“ საქართველოში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის რეგიონში მდებარეობს.

დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ვარსკვლავებს, მათ შორის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმასპინძლა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები