საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1 პროცენტით გაიზარდა და 51.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
„ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია.
2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 62.0 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.6 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 22.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43.7 პროცენტი, საშუალოზე - 23.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 32.5 პროცენტი.
2022 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.8 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.4 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.0 პროცენტით მეტი) შეადგინა“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა