ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ ორგანიზებითა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით, ჰაინც გენგენბახთან და გიუნთერ ზემლერთან ერთად, საქართველოს გერმანელ ტურისტთა 30-კაციანი ჯგუფი სტუმრობს, რომლებიც საქართველოში 11 დღე დარჩებიან.
სტუმრები მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები 11 დღის განმავლობაში ესტუმრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, შეხვდებიან „ელკანას“ წევრ ბიოფერმერებს, გაეცნობიან სოფლის მეურნეობაში ჩართულ ბიზნესებს.
ტურის განმავლობაში გათვალისწინებულია ასოციაცია „ელკანას“ ორ საკონსერვაციო მეურნეობაში სტუმრობა - „მარცვლეულის კიდობანში“, სამცხე-ჯავახეთში და „ელკანას“ შინაურ ცხოველთა საკონსერვაციო მეურნეობაში, კახეთში.
უახლესი