დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Bioli Wellness Resort-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

Bioli Wellness Resort-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

03-11-2023 17:00:15

1-ლი ნოემბრიდან Bioli Wellness Resort-იმ განვითარების ახალი პროექტი დაიწყო. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia- ს აცნობეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 60 ნომრიანი ეკო-სასტუმროს, ეკო-კოტეჯების, მრავალსეზონური აუზის, ტბის და განახლებული ველნეს პროგრამების შექმნა იგეგმება. 

„ველნეს კურორტი ბიოლი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ცვლილებების განხორციელების სტიმულს ყოველთვის გვაძლევდა სრულყოფისკენ სწრაფვა, ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასასრულებლად. რენოვაციის ახალი პროექტიც ჩვენი მისიის გამოხატულებაა.

განვითარების ახალი პროექტი მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 60 ნომრიანი ეკო-სასტუმროს, ეკო-კოტეჯების, მრავალსეზონური აუზის, ტბის და განახლებული ველნეს პროგრამების განხორციელება", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი და დასძენს, რომ განვითარების ახალი პროექტი 1-ელ ნოემბერს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება. 

„აღნიშნულ პერიოდში კვლავ იქნება შესაძლებელი კოტეჯების დაჯავშნა 1 თვიდან 1 წლამდე პერიოდით. ბიოლი ჰოლიც კვლავ განაგრძობს ჯავშნების მიღებას, როგორც ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე. ველნეს სერვისების მიღებას ჩვენი მომხმარებლები ახალ სივრცეში შეძლებენ, რომელიც სულ მალე თბილისის ცენტრში გაიხსნება", - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
რენოვაციის ახალი პროექტის ინვესტიცია $13 მლნ-ს შეადგენს. 

ცნობისთვის, ველნეს კურორტი ბიოლი თბილისის ცენტრიდან 15 კილომეტრში, კოჯრის სარეკრეაციო ზონაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მდებარეობს.

„ბიოლის" მშენებლობა  2013 წელს დაიწყო და 2016 წელს გაიხსნა. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები