დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ბიოდიზელი ჯორჯია“ ლილოში Green Hub-ს აშენებს

„ბიოდიზელი ჯორჯია“ ლილოში Green Hub-ს აშენებს

09-04-2023 13:00:00

სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო „ბიოდიზელი ჯორჯია" ლილოში ახალ პროექტ Green Hub-ს ახორციელებს. 

„ჩვენ ვაშენებთ Green Hub-ს, ეს არის მწვანე ჰაბი, სადაც არამხოლოდ ბიოდიზელის ახალი გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება, არამედ თავს მოიყრის ყველა ის გადამამუშავებელი, რომელიც ნარჩენებიდან იწარმოება“, ამბობს მურმან პატარაია და დასძენს, რომ კომპანიამ ვაზიანის ტერიტორიაზე ლილოს მიმდებარედ 1 ჰა მიწა კერძო პირებისგან უკვე იყიდა, სადაც 3-4 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

მისივე თქმით, Green Hub-ი ღია იქნება სხვა „მწავანე“ ბიზნესებისთვისაც.

„ჩვენი კარი ღია იქნება მწვანე გადამუშავებისთვის“, - აცხადებს მურმან პატარაია.

2023 წელს კომპანია1,5 მლნ ლიტრი პროდუქციის (ბიოდიზელი) წარმოებას აპირებს, რაც 2022 წელს წარმოებულზე თითქმის 50%-ით მეტია. 

"ბიოდიზელი ჯორჯია", რომელიც ბიოდიზელს მეორეული მცენარეული და ცხოველური ზეთებისგან აწარმოებს, საჭირო ნედლეულს ძირითადად ჰორეკა სექტორიდან იბარებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები