დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბინები თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა

ბინები თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა

24-07-2023 12:00:09

ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება თბილისში ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა, სადაც მეორე კვარტლის მაჩვენებლებით 1მ2-ის ფასი 5167 ლარია, მეორე ადგილზეა ვაკე 1მ2-ზე 4404 ლარით, ხოლო მესამეზე კრწანისი - 3417 ლარით.

უფრო კონკრეტულად თბილისში უბნების მიედვით ბინების 1მ2-ის ფასი ასე გამოიყურება:

  • მთაწმინდა - 5167 ლარი,
  • ვაკე - 4404 ლარი,
  • კრწანისი - 3417 ლარი,
  • საბურთალო - 3397 ლარი,
  • ჩუღურეთი - 3284 ლარი,
  • დიდუბე - 3131 ლარი,
  • ნაძალადევი - 3006 ლარი,
  • ისანი - 2917 ლარი,
  • გლდანი - 2891 ლარი,
  • სამგორი - 2718 ლარი.

(შენიშვნა: აღნიშნული ფასი წარმოადგენს გასაყიდ, ე.წ. შეთავაზების ფასს (offer price). მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (web scraping) და ფასების მედიანური მნიშვნელობის გაანგარიშების გზით.)

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 3.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13.1 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 28.8 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი).

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები