საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, - ამ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკეთებს.
„შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.
საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1092,5 ათასი ტონა, რაც 36,4 ათასი ტონით ანუ 3,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 549,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 543,0 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 323,9 ათასი ტონა (58,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 215,6 ათასი ტონა (39,2%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10 ათასი ტონა (1,8%);
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 691,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან:
უახლესი
10 საათის წინ
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა10 საათის წინ
ვისოლი განცხადებას ავრცელებს