ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთაიაჰუ მსოფლიო ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე სატელეფონო საუბრები გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერთან რიში სუნაკთან, იტალიის პრემიერთან ჯორჯია მელონისთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
ნეთანიაჰუს თქმით, ლიდერებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ისრაელს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა