საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 12 დეკემბერს 10-წლიანი 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.111პპ-ით გაიზარდა და 8.425% შეადგინა.
ასევე, ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 12 დეკემბერს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.5 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.236პპ-ით შემცირდა და 9.015% შეადგინა.
უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 19 დეკემბერს, სადაც 10-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა