ბაზისბანკი 2014 წლიდან ტირიფონის ბაღების საიმედო ფინანსური პარტნიორია. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანიამ გააშენა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები, რომელიც სრულად მოაწყო და აღჭურვა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნიკით. ტირიფონის ბაღები სრულად გამართულია უახლესი სარწყავი სისტემებით.
2019 წელს ტირიფონის ბაღებში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაიწყო და დღეისათვის 1000 ტონა ვაშლის შენახვის შესაძლებლობის მქონე სამაცივრე საცავი აქვს, რომელიც არჭურვილია თანამედროვე დამხარისხებელი ხაზით, რომელიც ასევე ბაზისბანკის და USAID-ის მხარდაჭერით შეიძინა. სამაცივრე საცავი საშუალებას აძლევს კომპანიას, რომ ვაშლის შენახვის ღირსეული პირობები უზრუნველჰყოს და პრაქტიკულად შემდეგ სეზონამდე შეინახოს.
„ბაზისბანკთან პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, ერთობლივად შევძელით და გავაშენეთ პირველი ბაღი. შემდეგ ბევრი სხვადასხვა ნაბიჯი გადავდგით, გზადაგზა დავრწმუნდით იმაში, რომ აუცილებელი იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მაშინვე გამართვა. აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდი და მაღალკაპიტალდაბანდებიანი პროექტი გამოგვივიდა, თუმცა თუკი ვფიქრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი წამოწყება იყოს ბიზნესი, აუცილებელია, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ჰქონდეს სახურავი და წარმოების სტაბილიზაციის გეგმა. ამაში ძალიან დაგვეხმარა ის, რომ ბაზისბანკი ყოველთვის იყო მზად, რომ ჩვენ მუდმივად განვითარებაზე გვეფიქრა.
მას შემდეგ, რაც მსხმოიარობის იმ მაჩვენებლებს მივაღწევთ, რაც ჩვენთვის არის სასურველი და სამაცივრე საცავს გავზრდით, მივიღებთ გადაწყვეტილებას არამხოლოდ ვაშლის ან მსხლის ჯიშების მიხედვით, არამედ შეიძლება სხვა სახეობის ხეხილიც გავაშენოთ. თუმცა ერთ რამეში კი მყარად ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ მრავალწლიანი ნარგავობა და ხეხილი უნდა გავაშენოთ. ჩვენთვის ეს უკვე სპეციალობად იქცა.“ - ტირიფონის ბაღების დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი.
„ტირიფონის ბაღები მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული და ბაზისბანკის მიერ მუდმივად ხორციელდება მათი მეურნეობის საჭიროებებზე მორგებული აგრო და ბიზნეს პროექტების დაფინანსება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის, ხელს ვუწყობთ ქვეყნის მასშტაბით აგრო სექტორის განვითარებას და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის.“ - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ ნოზაძე.
ბაზისბანკის და ტირიფონის ბაღების პარტნიორობის ვიდეო ისტორია
უახლესი
21 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა