გავლენიანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Banking & Finance Review-მ ყოველწლიური დაჯიდლოების შედეგები გამოაქვეყნა. ბაზისბანკმა განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა და საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკის 2023 წლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბაზისბანკის აღნიშნულ ნომინაციაში წარმატება, როგორც ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და ადასტურებს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებულობასა და ლიდერის პოზიციას. ბაზისბანკი 2023 წელსაც აგრძელებს დინამიურად განვითარებას და ბიზნესის დაკრედიტებით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს.
„ბაზისბანკი რეგიონის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო წარმოების განვითარებისა და ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებზე წვდომისა და მათზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პარტნიორებთან კავშირის გამყარების და საბრუნავი კაპიტალისა და ვაჭრობის დაფინანსების ზრდის ძალისხმევა კარგად წარმოაჩენს ბანკის უდიდეს გამოცდილებას მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაში ქვეყნის მასშტაბით. ” - Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი.
„ჩვენთვის საამაყოა საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Finance-ის მიერ ბაზისბანკის აღიარების მოპოვება. ჩვენ საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორია გვაქვს, რომლის თითოეულ ეტაპზე მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებულნი. აღნიშნული ჯილდო გუნდის თავდაუზოგავი შრომის და ბიზნესისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების მორიგი დადასტურებაა. ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად, რასაც გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ყოველწლიურად აქვს ადგილი. Global Banking & Finance Review მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
უახლესი
15 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა