ბაზარზე საქართველოში წარმოებული ჯინი Malamo გამოჩნდა. Malamo-ს ბრენდის შემქმნელები გიორგი კორსანტია, ბექა გუჯეჯიანი და კოტე გუნია არიან, რომლებსაც სასმელის შექმნის იდეა სპონტანურად გაუჩნდათ.
მათი თქმით, ჯინის ისტორიის შესწავლის მერე, გაიგეს რომ მისი წინაპარი სასმელი, ჯენევერი თავის დროზე სამკურნალო საშუალებად მზადდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ბრენდის კონცეფცია მთლიანად სამედიცინო ესთეტიკაზე დაეფუძნებინათ. აქედან წამოვიდა სახელი მალამოც.
ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი კორსანტიამ „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ Malamo-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ზრდის პარალელურად საკუთარი დისტილერიის მოწყობაზე მუშაობენ.
„1,5 თვეა რაც Malamo-ს რეალიზაცია დავიწყეთ. ამ ეტაპზე საკუთარი საწარმო არ გაქვს და პროცესი აუთსორსზე გვაქვს გატანილი. ამ დროისათვის Malamo-ს ვყიდით „ალკორიუმის“ ქსელში, veli.store-ზე, სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ცოტახნის უკან გამოვჩნდით საკმაოდ კარგი გაყიდვები გვაქვს და ტრენდიც კვირიდან კვირამდე მზარდია. გაყიდვების ზრდის გეგმა გვაქვს რომელსაც ზედმიწევნით მივყვებით, განსაზღვრული გვაქვს ყველა პოტენციური პარტნიორი ვისთანაც ვფიქრობთ თანამშრომლობას.
ამ ეტაპზე პრიორიტეტი ბუნებრივია ადგილობრივი ბაზარია, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასაც ვგეგმავთ, მანამდე კი აქტიურად ვმუშაობთ სახდელის პროექტზე, რომლის კონკრეტული ლოკაცია არ გვაქვს შერჩეული, თუმცა გვსურს ეს წამოწყება გამოცდილების ნაწილი იყოს და შესაბამისად თბილისის ტერიტორიას (მათ შორის ისტორიულ უბნებსაც) განვიხილავთ. ბაზარზე ჯინის რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებელია. თუმცა კონკურენციას საერთაშორისო მოთამაშეები განაპირობებენ და ბაზარიც საკმაოდ გაჯერებულია.
ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენი ნიშა ვიპოვეთ, რადგან პოზიციონირებისთვის საინტერესო კვეთის წერტილები აღმოვაჩინეთ ბაზართან მიმართებაში და ამიტომ, გაყიდვების დინამიკით კმაყოფილები ვართ. არსებობს ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა ბრენდი, რომლებიც ფასთა სხვადასხვა კატეგორიაშია. იმპორტირებულ და ცნობად სახელებში ვხედავთ როგორც შედარებით ხელმისაწვდომ, ისე საკმაოდ ძვირადღირებულ პროდუქტებს.
ჩვენ შემთხვევაში ფასწარმოქმნა ლოკალურად რელევანტურია“,- აცხადებს Malamo-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კორსანტია.
Malamo მაცერაციისა და ერთიანი გამოხდის (One shot) მეთოდით მზადდება. საბაზისო ნეიტრალური სპირტი ქართული ხორბლისგანაა გამოხდილი, ხოლო გამორჩეულობას გამოყენებული მცენარეების ხარისხი განაპირობებს.სამ ძირითად მცენარეს, მათ შორის ღვიას, ბრიტანელი მომწოდებლებისგან ვიღებთ, რაც უმაღლესი სტანდარტის გარანტიაა. დანარჩენი 10 ინგრედიენტი კი ადგილობრივად მოიპოვება.
უახლესი