ხორცპროდუქტების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Native Racha წარმოების გაფართოების გეგმაზე მუშაობს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიაში ცდილობენ წარმოება და ასორტიმენტი გაზარდონ. ერთ-ერთი გამოწვევა ამ ეტაპზე ნედლეულის სიმცირეა, ამ მიმართულებითაც ასევე გააქტირებულია მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით Native Racha -ს დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი Business Insider Georgia- თან აცხადებს.
,,წარმოებული პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მკვეთრად მატულობს, განსაკუთრებით ტურისტულ პერიოდში. ბაზარი ჩვენგან დამატებით პროდუქტს ითხოვს. იმის გამო, რომ მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ, გადავწყვიტეთ წარმოების ზრდა, ამ ეტაპზე პროექტირებაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ნედლეულს, გვაქვს ჩვენი ფერმა, რაც არასაკმარისია, ამიტომ გვიწევს შესყიდვა მოსახლეობისგან, რა მხრივაც მოწოდება ცოტა არასტაბილურია.
ბოლო პერიოდში ,,ბლაუენშტაინის" კომპანიიდანაც ვიღებთ ნედლეულს, რამაც წარმოებაშიც მეტი სტაბილურობა შემოიტანა. მომავალ წელს ასორტიმენტს და რაოდენობასაც გავაფართოებთ ისე, რომ ხარისხის ნიშას მაქსიმალურად შევინარჩუნებთ", - აცხადებს ვასილ ბაბლუანი.
მისი ინფორმაციით, თვეში წარმოების მაჩვენებელი 2 ტონაა, ხოლო ასორტიმენტში ჯამში 25 დასახელებისაა პროდუქტია, რომელიც საქართველოში ერთადერთი უკონკურენტო, მაღალხარისხიანი, ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხისაა.
ცნობისთვის, კომპანია Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი