დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარი სტაბილურად იზრდება და ვითარდება - ,,ტრანსპორტერი"

ბაზარი სტაბილურად იზრდება და ვითარდება - ,,ტრანსპორტერი"

21-10-2024 16:00:00

კომპანია „ტრანსპორტერმა“ რაც საქართველოში გააკეთა კვადროციკლების, თოვლმავლების, წყლის სკუტერებისა თუ სხვა მსგავსი ტექნიკის მიმართულებით, ანალოგიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც, - ამის შესახებ შესახებ Business Insider Georgia-სთან „ტრანსპორტერის“ ბიზნეს განვითარების დირექტორმა გეგა მეთეფშიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, კომპანია „ტრანსპორტერი“ საქართველოში 80-მდე საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს, თუმცა კომპანია არსებული მიღწევებით არ კმაყოფილდება.

„მუდმივად ვეძებთ ახალ და საინტერესო ბრენდებს და ვცდილობთ, ისეთი ტექნიკა შემოვიყვანოთ, რომელიც საქართველოს არა მარტო ინფრასტრუქტურულად განავითარებს, არამედ ევროპის ღირებულებებსა და კულტურასთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს, როგორც გართობისა და თავგადასავლების, ასევე უსაფრთხოებისა და ინოვაციური პროდუქტების კუთხით.  ეს ტექნიკა კი გარდა იმისა, რომ ქვეყნის ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის, ასევე უსაფრთხო ტურიზმის განვითარებისთვის არის საჭირო. ახალ ბრენდებს რაც შეეხება, ვმუშაობთ ამ მხრივ, თუმცა კონფიდენციალურია, სანამ კონკრეტული ბრენდი არ შემოვა საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა გეგა მეთეფშიშვილმა.
„ტრანსპორტერის“ ბიზნეს განვითარების დირექტორი ამბობს, რომ კომპანიას ზოგიერთ ბრენდთან რეგიონული თანამშრომლობა აკავშირეს. 
„სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში წარმოვადგენთ რამდენიმე ბრენდს, რაც გეხმარება, რომ აქტიურ კავშირი გვქონდეს მეზობელ ქვეყნებთან და იქაც განვავითაროთ ბაზარი ისევე, როგორც საქართველოში“, - ამბობს გეგა მეთეფშიშვილი.

ამ დროისათვის „ტრანსპორტერი“ ქვეყნის მასშტაბით ორი ობიექტს აერთიანებს, საიდანაც ერთი თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში მდებარეობს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ წინა წელთან შედარებით ბაზარი სტაბილურად იზრდება და ვითარდება. 

„რა თქმა უნდა მოტოციკლის მიმართულება უფრო აქტიურია, რადგან ორთვლიან ტრანსპორტზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა სათავგადასავლო ტურიზმის გააქტიურებასთან ერთად, მოთხოვნა იზრდება Off Road ტექნიკაზეც, იქნება ეს თოვლმავალი, წყლის სკუტერი, კვადროციკლი თუ სპორტულ-უტილიტარული ბაგი“, - ამბობს „ტრანსპორტერის“  ბიზნეს განვითარების დირექტორი.
„ტრანსპორტერის“ მომხმარებლები მეტწილად კერძო პირები არიან.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი და ამ მიმართულებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული.
 „გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრო სატრანსპორტო საშუალების შეძენა შედარებით პრაქტიკული და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიური გადაწყვეტილებაა“, - ამბობს გეგა მეთეფშიშვილი.
„ტრანსპორტერში“  მისულ მომხმარებელს ტექნიკის შეძენასთან ერთად ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებაც აქვს. 
„ტრანსპორტერში“ ვფარავთ ოთხივე სეზონის ტექნიკას, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს, ასევე გვაქვს ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველანაირი ტიპის კომპანიას შეიძლება, რომ გამოადგეს. ამასთან ერთად, ვართ 80-მდე ბრენდის წარმომადგენელი, ადგილზე გვაქვს ყველა იმ ტექნიკის ნაწილები, რომელსაც ვყიდით და ასევე სერვისი ერთ სივრცეში. მომხმარებელს რაიმე ჩვენს ტექნიკასთან დაკავშირებული თუ შეიძლება დაჭირდეს, იქნება ეს აქსესუარი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სერვისი, ნაწილი, დეფექტაცია, თვითონ ტექნიკა, კონკრეტული ტექნიკისთვის განკუთვნილი საბარგული, მისაბმელი, რომელიც სჭირდება ტექნიკის გადასაადგილებლად და ა.შ ყველაფერს ვფარავთ და გვაქვს სრული სერვისი, იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენთან რაიმე ტექნიკას შეიძენს კომფორტულად ისარგებლოს აღნიშნული ტექნიკით, - აცხადეს „ტრანსპორტერის“  ბიზნეს განვითარების დირექტორი.
.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები