ბათუმში სერვისის სატრენინგო პროგრამით 600-მდე პირი გადამზადდა
05-07-2024 16:46:00
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 600-მდე პირი გადაამზადა. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ბარისტებს, ღვინის მარნებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:
- ყავისა და ჩაის მომზადების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები
- მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი,
- სერვის +
- სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები
- აპარტოტელების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- დიდი ზომის განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების დასუფთვების სამსახურის მუშაობის ძირითადი პრინციპები
- სპიკერების ტრენინგი თემა: თვითშეფასება და თვითმოტივაცია
- სპიკერების ტრენინგი თემა: წარმატებული გაყიდვები
- სპიკერების ტრენინგი თემა: ქალაქი, როგორც ბრენდი
გარდა ტრენინგებისა, უწყებამ სერვისის გასაუმჯობესებლად ასევე უმასპინძლა გიდების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ბათუმში წელს პირველად ჩატარდა. მას 273 ადამიანი ესწრებოდა. ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ-სემინარები ბათუმში შემოდგომაზე განახლდება. მათში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge - ზე უნდა გაიარონ.