"ქართული ოცნების" აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, "ქართული ოცნების" გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე ოპოზიციურ პარტიას დაახლოებით 6 000 ხმით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "ნაციონალურ მოძრაობას" 33 700 ხმით მოუგო. მისი თქმით, ამ მონაცემების ნახვის შემდეგ, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი უნამუსობაა.
"ბათუმში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 45 631 ხმა.
პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში მიიღო 39 859 ხმა.
4- 10 684
5 - 11 879
9 - 7 011
25 - 10 285
ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით. რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, "ნაციონალურ მოძრაობას" მოვუგეთ 33 700 ხმით.
ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი. სინდისი გეყოთ და აღიარეთ შედეგები." - წერს ირაკლი ჭეიშვილი Facebook-ზე.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა