2023 წელს შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ როგორც შემოსავლები ისე წლიური მოგება შემცირდა. როგორც კომპანიის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წერია, ნავსადგურმა 2023 წელი დახურა 4,996 ათასი ლარის წმინდა მოგებით, რაც 76%-ით, ანუ 15,639 ათასი ლარით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. თვითღირებულების ნაწილში იკვეთება ხარჯების 4%-იანი ზრდა - 1,771 ათასი ლარით. რაც განპირობებული იყო ინფლაციის საკომპენსაციოდ
• საწარმოო პერსონალის ხელფასების საშუალოდ 10%-იანი ზრდით და პერიოდული პრემირებით;
• სახელმწიფო სამსახურების და კერძო სარემონტო კომპანიების მიერ მომსახურების ფასების ზრდით;
საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 8%-ით, ანუ 507 ათასი ლარით, რაც განპირობებულია ლარის გამყარებით და 2023 წელს საგადასახადო რეზერვის შექმნით ფინანსური შემოსავლების 359 ათასი ლარით ზრდა 2023 წელს წინა წელთან შედარებით გამოწვეულია სადეპოზიტო ანგარიშების საპროცენტო განაკვეთების გაზრდით 2023 წელს ასევე, 2023 წელს სხვა ხარჯების კლება 2,471 ათასი ლარით წინა წელთან შედარებით გამოწვეულია ეროვნული ვალუტის გამყარებით შექმნილი საკურსო სხვაობით.
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ დაარსდა 2000 წელს, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელსაც ფლობდა და აკონტროლებდა საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიაზე კონტროლს ახორციელებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, კომპანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილის ექსკლუზიური მართვის უფლების 49 წლის ვადით შეძენის შესახებ 2006 წლის 22 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე. სს „ყაზტრანსოილი“ (შემდგომში „KTO“), ყაზახეთში რეგისტრირებული საწარმო, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა ყაზახეთის სახელმწიფო ფონდი „სამრუკ კაზინა“, რომელსაც ფლობს და აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა.
ნავსადგურის სპეციალიზაცია მოიცავს ტვირთის ნომენკლატურის ფართო სპექტრის გადაზიდვას. ტვირთბრუნვის სტრუქტურაში უპირატესობა უჭირავს მშრალი ტვირთების და ნავთობის ტრანზიტს. საწარმოო საქმიანობის განხორციელებისთვის ნავსადგურს გააჩნია შესაბამისი ტერიტორია და აკვატორია სათანადო სპეციალური მოწყობილობებითა და დანადგარებით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია ნაპირ დამცავი ნაგებობები, 3 ნავმისადგომი, 11 პორტალური ამწე და სხვა გადამტვირთავი მექანიზმები, დამხმარე გემები, და საზღვაო სამგზავრო სადგური, იჯარის ხელშეკრულებით გადაცემულ საბორნე ხიდს, 2 საკონტეინერო, 3 ნავთობჩამოსასხმელ და 1 უმისადგომო ნავთობჩამოსასხმელ ნავმისადგომებსა და მომდებარე 13,6 ჰა ტერიტორიაზე
ოპერირებს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ და შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“.
2020 წლის აპრილში კომპანიამ იჯარით გასცა მე-7 ნავმისადგომზე სასაწყობო ტერიტორია, სადაც აშენდა და 2021 წლის ივნისში ექსპლოატაციაში გაიშვა კარბიდის ტერმინალი. ხელშეკრულება ძალაშია 10 წლის ვადით და ის შეიძლება გახანგრძლივდეს დამატებითი 10 წლით. ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემდეგ, ტერმინალი დაინგრევა და მიწის ნაკვეთი დაბრუნდება იჯარის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა