ბათუმში საკრუიზო გემი Astoria Grande ჩავიდა, რომელზეც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს სოჭიდან ახალი საკრუიზო მარშრუტით 800-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. საქართველოში ჩასვლამდე ისინი სტამბuლსა და ამასრას ეწვივნენ.
მანამდე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული გემი არის პალაუს დროშის ქვეშ მყოფი Astoria Grande, რომელსაც მართავს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საკრუიზო გემის Astoria Grande ჩამოსვლა კომერციული ხასიათისაა, ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე Goodwin Shipping Limited-ის სახელით და არ ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს.
`აღსანიშნავია რომ საკრუიზო გემის „ASTORIA GRANDE“-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა. იგი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი "ვარსკვლავური" კრუიზი სოჭიდან 27 ივლისს სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭის მარშრუტით გაემგზავრება.
უახლესი
18 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა