ბათუმის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 20:00 საათზე, საზეიმოდ აინთება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ევროპის მოედანზე მრავალფეროვანი სადღესასწაულო ღონისძიებები დახვდებათ. სადღესასწაულოდ მორთულ სივრცეში გაიმართება საახალწლო ბაზრობა, სადაც იქნება წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები და კვების ობიექტები, მოეწყობა სანტას კუთხე, 360° გადაღება, ჯამბაზების წარმოდგენა, ცეცხლოვანი შოუ და ფეიერვერკი. სტუმრების საზეიმო განწყობაზე კი, რანინა და ბენდი რეგიონი იზრუნებენ. საახალწლო ღონისძიებები დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმელი ბენდების, სოლო შემსრულებლებისა და Dj-ების მონაწილეობით სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გაიმართება. 31 დეკემბერს გრანდიოზული გალაკონცერტი ჩატარდება, ხოლო 7 იანვარს საზეიმო დასკვნითი კონცერტი. დღესვე სტარტს აიღებს „ახალი წელი შენს ეზოში“ - საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტა კლაუსით, რომელიც 31 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის სხვადასხვა უბნებს მოივლის.
საახალწლო ქარავანი 25 დეკემბერს შემდეგ მისამართებზე იმოძრავებს:
17:00 - ტაბიძის ქ. #37
18:00 - აფსაროსის ქუჩა (გონიოს ციხესთან)
19:00 - ლერმონტოვის ქ. #94 საახალწლო დღეებთან დაკავშირებით
25 დეკემბერს მუნიციპალური ავტობუსები 01:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს - 02:00 საათამდე იმოძრავებს. ამავე დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი 18:00 საათიდან მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა