კომერციულ ბანკებს აქვთ თუ არა ვალდებულება სასესხო პირობების ცვლილების, მათ შორის სასესხო თანხის ზრდის შემთხვევაში, ინფორმაცია თავდებ პირსაც გაუზიაროს.
როგორც სებ-ის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად პარლამენტში გადაგზავნილი წერილიდან ირკვევა, აღნიშნულ საკითხს სებ-ის პრეზიდენტის №32/04 ბრძანება არეგულირებს, რომლის მიხედვითაც მე-3 მუხლის მე-20 პუნქტით ბანკი გარკვეულ გარემოებებში ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ თავდებს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში არანაკლებ ერთი თვით ადრე აცნობოს.
„თუ ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილება ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდა, გარდა ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილებისა/ფასის ზრდისა, ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით დარეგულირებული შემთხვევებისა, ასევე, როდესაც ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს, ასევე, კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს, თავდებს/სოლიდარულ თავდებს, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია ან/და ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შესახებ უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ 2 თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრული და მომხმარებლის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ცვლილების/ფასის ზრდის შემდეგ ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად. ფინანსური ორგანიზაცია არ აგებს პასუხს ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მომხმარებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ფინანსური ორგანიზაციისთვის“, - აღნიშნულია მე-3 მუხლის მე-20 პუნქტში.
მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კი „თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისა და/ან თავდებისათვის/სოლიდარული თავდებისთვის, გადასაცემი/მისაწოდებელი უზრუნველყოფის/თავდებობის/სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების პირველივე გვერდზე განათავსოს შემდეგი ტექსტი: „სესხის გაცემა ხდება გენერალური ხელშეკრულების (ლიმიტის ოდენობა) ფარგლებში, რომელიც მოქმედია შემდეგი ვადით (ვადის მითითება). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ზემოაღნიშნული ლიმიტის ფარგლებში მსეხებელზე დამატებით კრედიტის გაცემის შემთხვევაში, კრედიტის გაცემაზე თქვენი დამატებითი თანხმობა არ იქნება საჭირო და თქვენი თავდებობა/ქონების უზრუნველყოფის მოცულობა გავრცელდება გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის ფარგლებში გაცემულ ყველა კრედიტზე“.
მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის დანაწესის მიხედვითაც „თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, ასევე ამ წესის მე-9 მუხლის მე-6–მე-9 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა შესთავაზოს მინიმუმ ერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები, მომხმარებლისათვის უფასო წინასწარი შეტყობინების ინდივიდუალური საკომუნიკაციო, მათ შორის, მატერიალური ან ელექტრონული არხი (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ინტერნეტბანკი, სატელეფონო ზარი და ა.შ.) და ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შეტყობინების მომხმარებელთან შეთანხმებული არხი, შეტყობინების წესი და ვადა. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ასევე კრედიტის უზრუნველყოფნის საგნის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების მიმართაც, თუ მომხმარებელი და მასზე გაცემული/გასაცემი კრედიტის უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია და/ან ვალდებულება უზრუნველყოფილია თავდებობით/სოლიდარული თავდებობით.“;
მე-8 მუხლი კი ადგენს და განსაზღვრავს გარკვეულ მოთხოვნებს იპოთეკით/გირავნობით/თავდებობით უზრუნველყოფილი სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მიმართ. ასევე, გაცნობებთ, რომ თავდებობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
უახლესი