2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში 209 ბინა გაიყიდა (-9.9% წ/წ და -10.7% კვ/კვ). როგორც Galt & Taggart-ის კვარტლურ ანგარიშშია აღნიშნული, 2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2 ) ბაზრის 96.0% შეადგინა.
ამასთანავე, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი იყო საშუალო ფასის სეგმენტიდან ($801-1,200).
2023 წლის მე-2 კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილმა ფასმა 1,112 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 0.9%-იანი ზრდაა.
2023 წლის მე-2 კვარტალში, ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 8.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 19.1%-იანი და კვარტალური 24.2%-იანი შემცირებაა.
უახლესი