ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინსტრო ადასტურებს.
„დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა გუშინ, 15 იანვარს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი.
უახლესი